უცხოეთი
ვლადიმერ პუტინი - რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები მსოფლიოში სტაბილურობის ფუნდამენტური ფაქტორია

 საქართველო, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები მსოფლიოში სტაბილურობის ფუნდამენტური ფაქტორია, რუსეთი და ჩინეთი ყოველთვის ცდილობდნენ კომპრომისის გამოძებნას, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის მედია კორპორაციასთან ინტერვიუში განაცხადა.

ინტერვიუს დროს პუტინმა აღნიშნა, რომ სხვადასხვა დროს რუსეთის ფედერაციასა და ჩინეთს ექსპორტისა და იმპორტის განსხვავებული თანაფარდობა ჰქონდათ და ქვეყნები ყოველწლიურად აუმჯობესებენ სავაჭრო ბალანსს.

„ასე მივდივართ თითქმის ყველა მიმართულებით. აღარ ვსაუბრობ იმ როლზე, რომელსაც რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები მსოფლიოში სტაბილურობის საკითხში თამაშობს. ეს არის ფუნდამენტური ფაქტორი - რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები. ეს ყველაფერი ერთად გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ ჩვენ მივდიოდით აბსოლუტურად სწორი მიმართულებით და როგორც ჩინელი, ისე რუსი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე“, - დასძინა პუტინმა.

მისი მტკიცებით, მოსკოვსა და პეკინს შორის თანამშრომლობა არ არის ნაკარნახევი მსოფლიოში არსებული პოლიტიკური ვითარებით და ეს თანამშრომლობა ორი ათწლეულის განმავლობაში ფრთხილად და მშვიდად ყალიბდებოდა.

„საფუძველი ყოველთვის იყო კეთილი ნება. ასე გადავწყვიტეთ საზღვრის დემარკაციის საკითხები, რომელიც აქამდე, ამ მომენტამდე, 40 წელი არ იყო გადაწყვეტილი, მაგრამ სურვილი, რომ მოგვეშორებინა ყველაფერი, რასაც ამა თუ იმ გზით შეეძლო ხელი შეეშალა ჩვენთვის ერთად წინსვლისთვის ორივე მხრიდან იმდენად დიდი იყო, რომ გამოვძებნეთ ერთმანეთისთვის მისაღები კომპრომისები“, - აღნიშნა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი პეკინში 17-18 ოქტომბერს დაგეგმილ „სარტყლისა და გზის“ ფორუმს დაესწრება. ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდება.

interpressnews.ge