საქართველო, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. უკრაინის კონტრშეტევა მთლიანად ჩაიშალა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
პუტინის თქმით, წარუმატებლობის მიუხედავად, საომარი მოქმედებების გარკვეულ მონაკვეთებში, უკრაინული მხარე ამზადებს ახალ აქტიურ შეტევით ოპერაციებს.
„ჩვენ ამას ვხედავთ, ვიცით და ჩვენც შესაბამისად ვრეაგირებთ ამაზე. ჩვენი ჯარები აუმჯობესებენ თავიანთ პოზიციებს თითქმის მთელ ტერიტორიაზე, საკმაოდ დიდ სივრცეში“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ეს ეხება კუპიანსკის, ზაპოროჟიეს და ავდეევკის მიმართულებებს.
გასულ კვირას, ვალდაის საერთაშორისო სადისკუსიო კლუბის პლენარულ შეხვედრაზე გამოსვლისას, პუტინმა თქვა, რომ 4 ივნისს, კონტრშეტევის დაწყებიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების ზარალი შეადგენს 90 ათასზე მეტ ადამიანს, 557 ტანკს და თითქმის 1 900 ერთეულ ჯავშანმანქანას.
1tv.ge