უცხოეთი
საქართველო, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 13 ოქტომბერს კატარში გაემგზავრება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
მათ ცნობით, ბლინკენი კატარის მაღალჩინოსნებთან შეხვედრებს გეგმავს.
ცნობისთვის, ამ კვირის დასაწყისში კატარი მედიატორობას ცდილობდა ღაზას სექტორში ტყვეობაში მყოფი ქალებისა და ბავშვების გათავისუფლების სანაცვლოდ ისრაელის ციხეებიდან 36 ქალის გამოშვების საქმეში.
კატარმა დაადასტურა, რომ ის მედიაციის საუბრებში მონაწილეობდა, მაგრამ ისრაელი უარყოფს, რომ რაიმე სახის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.
interpressnews.ge