საზოგადოება
„როგორც ჩანს, ხელისუფლება მრევლის გამოსვლების გამო ძალიან წუხს. თან მათი მისვლა სწორედ წმინდა სინოდის სხდომას დაემთხვა. საკმაოდ ხმაურიანი საუბარი ყოფილა. თავისთავად, ფორმაც საკმაოდ გაუგებარია – ბუნებრივია, მათ გრაფიკებს არ ვიხილავ, თუმცა შუაღამით საპატრიარქოში მისვლა უცნაურია. ჩანს, რომ ხელისუფლება ყველა ხერხს იყენებს საკუთარი ინტერესების დასაცავად და ზეწოლის განსახორციელებლად, რათა არ იყოს მიღებული ისეთი სახის გადაწყვეტილება, რაც მას ზიანს მიაყენებს“, – განაცხადა ბესელიამ.
მისივე ინფორმაციით, საპატრიარქოში გიგი უგულავას, რუსუდან კერვალიშვილისა და კობა სუბელიანის შეხვედრა გამთენიისას, დაახლოებით, 05:00 საათზე, დასრულდა.
საქინფორმი