უცხოეთი
საქართველო, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიმს კლევერლი ისრაელში ჩავიდა.
ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
„საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს ისრაელში ჩავიდა, რათა გამოხატოს დიდი ბრიტანეთის ურყევი სოლიდარობა ისრაელელი ხალხის მიმართ „ჰამასის“ ტერორისტული თავდასხმების შემდეგ“, – განაცხადა საგარეო უწყების წარმომადგენელმა.
როგორც „როიტერი“ წერს, დიდმა ბრიტანეთმა, თავის დასავლელ მოკავშირეებთან ერთად, მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა ისრაელს და დაგმო „ჰამასის“ თავდასხმები.
მანამდე „ბიბისიმ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელში დიდი ბრიტანეთის 17 მოქალაქე დაიღუპა.
1tv.ge