საზოგადოება
facebook: „მოვუწოდებთ პარლამენტს, არ დაემორჩილოს პატრიარქს!“

movuwodebTროგორც საქინფორმმა მკითხველს არაერთხელ აუწყა, რელიგიური გაერთიანებებისთვის სტატუსის მინიჭების შესახებ კანონი პარლამენტმა, მიუხედავად უწმიდესის პოზიციისა და მოთხოვნისა, მიმდინარე წლის 5 ივლისს სასწრაფო წესით მაინც მიიღო. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კი რელიგიური გაერთიანებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დარეგისტრირების შესახებ „სამოქალაქო კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების პაკეტს იმავე დღეს მოაწერა ხელი.

„ეს საკითხი არის უმნიშვნელოვანესი, რადგან იგი არსებითად განსაზღვრავს სახელმწიფოს მოწყობის ძირითად პრინციპებს“, – ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში.

საკითხი მეტად აქტუალურია. სინოდის დღევანდელ გადაწყვეტილებას საზოგადოება, სავარაუდოდ, საღამოს გაეცნობა. საკითხის საჯარო განხილვა კი დიდი ხანია, დაიწყო, როგორც ყოველთვის – საზოგადოება ორ ჯგუფადაა გაყოფილი. იმართება როგორც მხარდამჭერი, ისე საწინააღმდეგო აქციებიც.

სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“დიდი დებატებია ამ საკითხთან დაკავშირებით. სპეციალური ჯგუფიც კი შეიქმნა სახელწოდებით „მოვუწოდებთ პარლამენტს, არ დაემორჩილოს პატრიარქს“ (?!). თუმცა აქვე წავაწყდით წინადადებას ჯგუფის სახელწოდების კორექტირებასთან დაკავშირებით.

საქინფორმის მკითხველს ვთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს ვირტუალური დებატებიდან:

„პარლამეტმა უკვე მიიღო ეს კანონი და ჯგუფის მოთხოვნა შესრულებულია. ახლა საპატრიარქო და ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტისგან ვეტოს გამოყენების უფლებას მოითხოვს. თანახმა ხართ, რომ ჯგუფს გადავარქვათ სახელი – „მოვუწოდებთ პრეზიდენტს, არ გამოიყენოს ვეტო“?..

„რელიგიას ეთამაშებიან, ამან შეიძლება სარწმუნოებათაშორის შუღლიც გამოიწვიოს“...

„სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილებები არ შეიძლება შეედაროს საკონსტიტუციო შეთანხმებას, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებობს“...

„არ დაემორჩილოს კი არა, კონკორდატი გაუქმდეს!“

„არ უნდა დაემორჩილოს, თუმცა ამ კანონის მიღება არის დაუშვებელი, ვინაიდან ძალიან შორს დგას სეკულარიზმის იდეებისგან... ამ კანონით კვლავ ხდება გარკვეული რელიგიური ჯგუფების დისკრიმინაცია და სახელმწიფო ინარჩუნებს კონტროლს ამ რელიგიურ ჯგუფებზე“...

„სეკულარიზმის იდეა არის ის, რომ სახელმწიფო შორს უნდა იყოს ყველანაირი რელიგიისგან. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო არ უნდა აძლევდეს არცერთ (!!!) ეკლესიას რაიმე რელიგიურ სტატუსს... სახელმწიფო არ უნდა არეგულირებდეს ადამიანის შინაგანი სულიერი განცდის სისწორეს „სტატუსის მინიჭებით“...

„მე არ ვითვლები ქრისტიანად, რახან არ ვმარხულობ და ვარ ნაზიარები, მაგრამ პირველი დავდგები ჩემი პატრიარქის გვერდით, თავსაც შევაკლავ, იმიტომ, რომ მხოლოდ მას ვენდობი და მისი მწამს დედამიწაზე!..“

„რაც უნდათ, ის უქნიათ, თავისთან გინდა ნიანგებზე ულოციათ და საქართველოს კი შეეშვან (ისევე როგორც ყველა მწვალებელი)!..“

პატრიარქს აქვს მღვდელმთავრების იმედი, მღვდელმთავრებს – მღვდლების იმედი, მღვდლებს კი – ხალხის იმედი...“

„საინტერესოა, სანამ ვირტუალურ ისტერიკას გამართავდნენ, რამდენმა იცოდა, და თუ არ იცოდა... რამდენმა ჩახედა კანონს საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ და დაფიქრდა, არის კი საერთოდ მიზანშეწონილი, რომელიმე რელიგიურ გაერთიანებას (მათ შორის, მართლმადიდებლურ ქრისტიანულ ეკლესიას) ჰქონდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი?..“

„ცვლილება შეტანილია, ოღონდ სრულიად საოცარი სახით: საჯარო სამართლის იურიდიული პირზე, რომლის სახითაც რეგისტრაცია შეუძლია რელიგიურ გაერთიანებას, არ გავრცელდება კანონი საჯარო სამართლის იურიდიული პირების შესახებ, არამედ ზუსტად იგივე ნორმები (სამოქალაქო კოდექსიდან), რაც არაკომერციულ იურიდიულ პირებზე (NGO-ები, კავშირები, ფონდები), როგორც აქამდე. ანუ ეს იქნება შინაარსით კავშირი, სახელწოდებით – სსიპ. აზრი???“

აზრი – „ყინული დაიძრა და არ გაჩერდება, გაიგონ უნდა ეს, ბოლოს და ბოლოს, და გააუქმონ ეს ავადსახსენებელი კანონი. თუ არ გააუქმებენ, ეს ყინული ჩაძირავს მათ, სააკაშვილის დასასრულის დასაწყისი დაიწყო, ეს უნდოდა, ეტყობა, და მიიღო!“

როგორც ამ წუთებისთვის ცნობილია, სინოდის სხდომაზე გაკეთდა განმარტებები კანონთან დაკავშირებით.

„კომპრომისული გადაწყვეტილება მივიღეთ, რომელიც მომავალში ქვეყნისთვისაც და ეკლესიისთვის მისაღები იქნება“ – აღნიშნა სინოდის სხდომიდან გამოსულმა რუის-ურბნისის ეპისკოპოსმა, მეუფე იობმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

„ხმა ღვთისა და ხმა ერისა!!!“ – სწორედ ეს ჟამი გვიდგას.

 

საქინფორმი