სამართალი
საქართველო, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პარტიის წევრები, მათ შორის პეტრე ცისკარიშვილი, დავით კირკიტაძე და გიორგი ბოტკოველი კვიპროსში დავით კეზერაშვილთან შესახვედრად გაემგზავრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.
როგორც ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, კვიპროსში თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს შეხვდება.
„საქართველოს რუსული ხელისუფლება არ აძლევს შესაძლებლობას, მათ შორის, ადამიანებს, რომლებიც არიან პოლიტიკური დევნილები, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ. არამარტო კეზერაშვილთან შესახვედრად მივდივარ, ძალიან ბევრ პატრიოტ ქართველს შევხვდები“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.