აქტუალური
აფხაზეთის ე.წ. “მთავრობა” IPRM-ის ფორმატში შეხვედრების აღდგენის ინიციატივით გამოდის

 საქართველო, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. აფხაზეთის ე.წ. “მთავრობა” თბილისთან ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში შეხვედრების აღდგენის ინიციატივით გამოდის.

ამის შესახებ განცხადება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ” ირაკლი ტუჟბამ განაცხადა.

აფხაზურმა მხარემ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფორმატის გალღობისთვის წინადადებების მორიგი პაკეტი მოამზადა. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ახლანდელი წინადადებები შესაბამის რეაგირებას მიიღებენ საქართველოში და ამ ფორმატში მუშაობის დაწყებას შევძლებთ”, - განაცხადა ტუჟბამ.

მისი თქმით, აფხაზეთი რამდენიმე წელია აქტიურად მუშაობს ფორმატის აღსადგენად, მაგრამ თბილისი არანაირ აქტიურობას ან IPRM-ის აღდგენის სურვილს არ იჩენს.

ვთვლით, რომ ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ფორმატია, ჟენევის პროცესის ნაწილი, უსაფრთხოების ე.წ. ლოკალური მექანიზმი. 2021 წელს გამოვედით ოფიციალური წინადადებებით, რომლებიც გაეროს წარმომადგენლების მეშვეობით ჩვენს ქართველ კოლეგებს გადავეცით”, - აღნიშნა აფხაზეთის ე.წ. “საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ”.