სამართალი
ქურციკიძისა და აბდალაძის თავდებით გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

xelmowerebiროგორც შს სამინისტოსთან მიმდინარე ჟურნალისტთა აქციაზე ხელმოწერების შეგროვების ინიციატორმა, „ალია ჰოლდინგის" ერთ-ერთმა რედაქტორმა დიმიტრი ტიკარაძემ, განაცხადა, გათვისუფლების შემთხვევაში ზურაბ ქურციკიძე და გიორგი აბდალაძე გამოძიებასთან ითანამშრომლებენ. „ალია ჰოლდინგმა“ ხელმოწერების შეგროვება უკვე დაიწყო, რომელსაც სპეციალურ განცხადებასთან ერთად საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისარს, ევროსაბჭოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებს, დემოკრატიული ქვეყნების მედიასაშუალებებსა და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს გაუგზავნიან.

რაც შეეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტოგრაფ ირაკლი გედენიძეს, ტიკარაძის განცხადებით, მასზე არ არის საუბარი, ვინაიდან გედენიძემ აღიარებითი ჩვენება მისცა.

თავად განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ საქმეს გრიფი „საიდუმლო“ უნდა მოეხსნას და გამოძიება ობიექტურად და გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს.

ამასთან, განცხადებაზე ხელმომწერები თავდებში უდგებიან ქურციკიძესა და აბდალაძეს.

საქინფორმი