აქტუალური
ავსტრიის ავიახაზები საქართველოს ტოვებს

avstriis-aviaxazebiავსტრიის ავიახაზების ინფორმაციით, ბოლო რეისი თბილისიდან ვენის მიმართულებით მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს შესრულდება. ეს მარშრუტი 1998 წლის 5 მაისიდან მოქმედებს. ფრენების შეწყვეტის მიზეზი კომერციული მხარეა.

ავიაკომპანია მოუწოდებს მგზავრებს, რომელთაც აქვთ ჯავშანი ავსტრიის ავიახაზებზე, 2010 წლის ნოემბრიდან ბილეთები თბილისისკენ გადაჯავშნონ სხვა ავიაკომპანიების რეისებზე. 2010 წლის 20 სექტემბრიდან 2010 წლის ნოემბრის შემდგომი ფრენები ამოიშლება სისტემიდან - ავსტრიის ავიახაზების ეს რეისები თბილისიდან და თბილისისკენ აღარ იქნება ნაჩვენები.
ცნობისათვის: ავსტრიის ავიახაზები ამჟამად დაფრინავს კვირაში ოთხჯერ თბილისიდან ვენის მიმართულებით.