უცხოეთი
ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ მოკლულია 400-ზე მეტი პალესტინელი მებრძოლი

 საქართველო, 9 ოქტომბერი, საქინფორმი. შეტაკებების შედეგად ისრაელმა 400-ზე მეტი პალესტინელი მებრძოლია მოკლა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.

მისი ცნობით, ისრაელმა 400-ზე მეტი პალესტინელი მებრძოლი მოკლა სამხრეთ ისრაელსა და ღაზას სექტორში, ხოლო რამდენიმე ათეული ტყვედ აიყვანა.

"ამ საათისთვის სამხედროები კფარ აზაში იბრძვიან, ბევრ ქალაქში ძებნა მიმდინარეობს. ისრაელის თავდაცვის ძალები ყველა ქალაქში არიან, არ არის ქალაქი, რომელშიც ისრაელის თავდაცვის ძალები არ იმყოფებიან", - განაცხადა ჰაგარიმ.

7 ოქტომბერს გამთენიისას, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ბოლო წლებში ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. თავის მხრივ, ისრაელმა ღაზაზე საჰაერო დარტყმების საპასუხო ტალღა დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. არსებული ცნობებით, "ჰამასმა" აიყვანა მძევლები და ომის ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ქვეყანა "გრძელვადიან, რთულ ომში" შედის, რომელიც "ჰამასის" თავდასხმით არის გამოწვეული და გაიმარჯვებს.

interpressnews.ge