აქტუალური
დასავლეთ საქართველოში ჩაი თხილმა ჩაანაცვლა

txili4აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის ფარგლებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სოფლის მეურნეობაში საქართველოს ყველაზე მეტი შემოსავალი შეუძლია მიიღოს რამდენიმე მიმართულების განვითარებით (ხილი, ბოსტნეული, თხილი და ღვინო).

თხილზე მოთხოვნა მსოფლიოში ყოველ წელს დაახლოებით 2%-ით იზრდება, რაც წარმოების მოცულობის ზრდის საშუალებას იძლევა. ამ პროდუქტის წარმოებით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა თურქეთისა და აზერბაიჯანის შემდეგ.

ჩვენი ძირითადი საექსპორტო ბაზრები ევროპის ქვეყნებია. დასავლეთ საქართველოს შემდეგ თხილის პლანტაციების გაშენება დაიწყო კახეთშიც, ძირითადად, ლაგოდეხსა და ყვარელში. თუმცა არსებული პლანტაციების პროდუქტიულობა დაბალია – თუ წლევანდელი მოსავლიანობა საქართველოში არის 1-1,2 ტონა თხილი ჰექტარზე, ნორმალური მოვლის შემთხვევაში შესაძლებელია ეს მაჩვენებელი 3 ტონამდე გაიზარდოს. საქართველოში ყოველ წელს დაახლოებით 35000 ტონა თხილი მოდის.

სექტემბრიდან ქართული თხილი საერთაშორისო ბაზრებზე კილოგრამი დაახლოებით 5-7 დოლარად იყიდება. შემდეგ ფასი იზრდება. ადგილობრივ ბაზარზე კი კილოგრამი ნედლი თხილი 2-2,5 ლარი ღირს, ხოლო ხმელი – 4-5 ლარი.

 

საქინფორმი