სამართალი
შავი სია, რომელიც 241 მეწარმისგან შედგება, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ამ სიაში ჩამოთვლილი საწარმოების მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადების, გასაღებისა და გამოყენების ფაქტებზე.
შემოსავლების სამსახური გადამხდელებს აფრთხილებს, თავი შეიკავონ შავ სიაში მოხვედრილ ორგანიზაციებთან სამეწარმეო ურთიერთობის განხორციელებისაგან. იმ შეთხვევაში, თუ მეწარმე საკუთარ საქმიანობას შავ სიაში არსებულ სუბიექტებს დაუკავშირებს, შემოსავლების სამსახური განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდება მეწარმის საქმიანობას.
საქინფორმი