უცხოეთი
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ყარაბაღში დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი ლიდერები დააკავეს

 საქართველო, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ყარაბაღში დე ფაქტო ხელმძღვანელობის ყოფილი ლიდერები დააკავეს.

როგორც მედია წერს, დაკავებულები ახლა ბაქოში გადაჰყავთ.

მედიის ცნობით, დაკავებულები არიან ყოფილი ე.წ. პრეზიდენტი 1997-2007 წლებში არკადი გუკასიანი, ასევე ე.წ. პრეზიდენტი 2007-2020 წლებში ბაკო სააკიანი და პარტია „დაშნაკცუტიუნის“ ლიდერი დავიდ იშხანიანი.

1tv.ge