საზოგადოება
საქართველოს ერთიანი სოციო-ეკოლოგიური კავშირის სპეციალური განცხადება

ekologiaსაქართველოში მოქმედი რელიგიებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის შესახებ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონთან დაკავშირებით სოციო-ეკოლოგიურმა კავშირმა სპეციალური განცხადება გაავრცელა:

საქართველოს ერთიანი სოციო-ეკოლოგიური კავშირის მოითხოვს კანონის მიღების შეჩერებას რათა მოხდეს მისი საჯარო განხილვა და საზოგადოებასთან ერთად გადაწყვეტილების მიღება. ეს კანონი პირველ რიგში ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ეროვნულ და რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტები, რაზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

გვინდა ავღნიშნოთ რომ 28 ივნისს ინიცირებული კანონპროექტი, პარლამენტმა 6 ივლისს, სამი მოსმენით ისე დაამტკიცა, რომ კანონპროექტის განხილვის, სხდომების ჩატარების, განსახილველი საკითხების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. დაჩქარებული წესით განხილვის გადაწყვეტილებისას პარლამენტის ბიურომ არ გაითვალისწინა საზოგადოებრივი ინტერესი, აგრეთვე რელიგიური უმცირესობების ინტერესი ჩართულები ყოფილიყვნენ კანონპროექტის განხილვაში. მათ აზრის გამოთქმის საშუალებაც არ მიეცათ.

კანონპროქტის მიხედვით, საქართველოში მოქმედ ყველა რელიგიურ გაერთიანებას შესაძლებლობა აქვს დარეგისტრირდნენ, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი. აქამდე, ამის შესაძლებლობა, მხოლოდ მართლმადიდებლურ ეკლესიას ჰქონდა.

ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე, მიუხედავად მისი ეროვნებისა და სარწმუნოების ერთად დადგება ქვეყნის ღირსებისა და გადარჩენისთვის ბრძოლაში.

საქართველოს ერთიანი სოციო-ეკოლოგიური კავშირის უზენაესი საბჭო:

გიორგი თათარაშვილი

ელენე ფხაკაძე

ალექსანდრე ვაშჩენკო

გიორგი მამნიაშვილი

რაშიდ გასანოვი

ზვიად ავალიანი

ვლადიმერ ქათამაძე