სამართალი
მიხეილ სააკაშვილი: ყველა დაინახავს ჩემს აქტიურ ქმედებებს უახლოეს კვირებსა და თვეებში

 საქართველო, 2 ოქტომბერი, საქინფორმი. მე აქ ვარ თითოეული ქართველის დასახმარებლად და მივაღწევ იმას, რომ ცხოვრება მათთვის ბევრად უფრო ადამიანური და ღირსეული გახდეს, მე ეს გამიკეთებია ადრე და შევძლებ თქვენთან ერთად ახლაც, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილის თქმით, პრაქტიკულად ყველა დაინახავს მის აქტიურ ქმედებებს უახლოეს კვირებსა და თვეებში.

უკვე ორი წელია, სრულად უდანაშაულოდ ვიმყოფები რუსეთის და რუსი ოლიგარქის ტყვეობაში. თვითონაც არ ახსოვთ, რაზე მაქვს ბრალი წაყენებული და ხან „მკვლელს“ მეძახიან და ხან ათასგვარ უმსგავსობას. რა თქმა უნდა, ვნანობ, რომ უშუალოდ ომში ვერ ვეხმარები უკრაინას, მაგრამ არ ვნანობ ჩემს საქართველოში ყოფნას იმიტომ, რომ ჩემს აქ ყოფნას აქვს სიმბოლური და პრაქტიკული მნიშვნელობა. სიმბოლურად ეს არის ამ ომის და პრორუსული რეჟიმის უსამართლობის დადასტურება და ჩემი უკან არდახევის დემონსტრირება. პრაქტიკულად კი ყველა დაინახავს ჩემს აქტიურ ქმედებებს უახლოეს კვირებში და თვეებში. მე აქ ვარ თითოეული ქართველის დასახმარებლად და მივაღწევ იმას, რომ ცხოვრება მათთვის ბევრად უფრო ადამიანური და ღირსეული გახდეს. მე ეს გამიკეთებია ადრე და შევძლებ თქვენთან ერთად ახლაც“, – წერს სააკაშვილი.