უცხოეთი
საქართველო, 2 ოქტომბერი, საქინფორმი. გაერო-ს მისია ყარაბაღში ჩავიდა, აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, მისიის წევრებმა დღეს დილით აღდამი გაიარეს და ასკერან-ხანქენდის მიმართულებით გაემართნენ.
მისიის მიზანია ადგილზე სიტუაციის გაცნობა და მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დადგენა.
მისიაში შედიან გაერო-ს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები.
აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ბოლოს გაერო-ს მისია ყარაბაღში დაახლოებით 30 წლის წინ იყო.
1tv.ge