აქტუალური
სალომე ზურაბიშვილი: ლიეტუვა ყოველთვის მტკიცედ იდგა საქართველოს გვერდით

 საქართველო, 28 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვილნიუსში ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას შეხვდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ზურაბიშვილი „ტვიტერზე“ წერს.

მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან, საქართველოს დიდი ხნის მეგობარსა და მოკავშირესთან. ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოსათვის ამ გადამწყვეტ მომენტში, თქვენი ურყევი მხარდაჭერა ფასდაუდებელია.

ლიეტუვა ყოველთვის მტკიცედ იდგა საქართველოს გვერდით. მადლობა თქვენი მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.