უცხოეთი
სომხეთის მთავრობის ცნობით, ყარაბაღიდან სომხეთში ორი დღის განმავლობაში 28 000-ზე მეტი ადამიანი ჩავიდა

 საქართველო, 28 სექტემბერი, საქინფორმი. ყარაბაღიდან სომხეთში ორი დღის განმავლობაში 28 000-ზე მეტი ადამიანი ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, 21 000 ადამიანის სარეგისტრაციო პროცესი დასრულებულია, 7 000-ზე მეტი ადამიანის საჭიროებების შეფასება ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია.

სომხეთის მთავრობის ინფორმაციით, ქვეყნის ხელისუფლება საცხოვრებელს მისცემს ყველას, ვისაც საცხოვრებელი ადგილი არ აქვს. მათივე ცნობით, სიუნიქის, ვაიოცძორის, ტავუშის და არმავირის რეგიონებში საცხოვრებლით უკვე უზრუნველყოფილია 3 000-ზე მეტი ადამიანი.

1tv.ge