სამართალი
საქართველო, 27 სექტემბერი, საქინფორმი. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზის ერთ მონაკვეთზე 29 სექტემბრის დღის საათებში მოძრაობა შეიზღუდება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, გზის 27-60 კმ მონაკვეთზე (სოფელი სასადილო–სოფელი სიონის გადასახვევი) სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რისთვისაც დროის გარკვეულ პერიოდში საჭიროა ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად 29 სექტემბრის 11:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი