სამართალი
ოთარ ფარცხალაძემ შვილს საკუთარი ქონება აჩუქა

 საქართველო, 22 სექტემბერი, საქინფორმი. საჯარო რეესტრის დოკუმენტების თანახმად, აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ოთარ ფარცხალაძემ 19 და 20 სექტემბერს თავის სახელზე რეგისტრირებული ქონება საკუთარ შვილს დაჩქარებული წესით აჩუქა.

ოთარ ფარცხალაძემ ანდრია (ანზორ) ფარცხალაძეს გადასცა კომერციული ფართები თბილისის ცენტრში, სასტუმროს ნომრები, ბინები და მიწის ნაკვეთი. საჯარო რეესტრის დოკუმენტების თანახმად, ოთარ ფარცხალაძემ თავის შვილს ასევე აჩუქა შპს „ჯიპიეს კონსალტინგის“ 100%-იანი წილიც.

კერძოდ, ნაჩუქარი ქონება მოიცავს:

  • სასოფლო-სამეურნეო მიწას ტაბახმელაში (წავკისი) – 1001 კვადრატული მეტრი;
  • სასოფლო-სამეურნეო მიწას ტაბახმელაში (წავკისი) – 1030.00 კვადრატული მეტრი;
  • სასოფლო-სამეურნეო მიწას ტაბახმელაში (წავკისი) – 2058.00 კვადრატული მეტრი, რომელზეც ფარცხალაძის მიერ აშენებული ეკლესიაა განთავსებული;
  • ნომერს სასტუმრო კომპლექსში ბაკურიანში – 25 კვადრატული მეტრი;
  • ნომერს სასტუმრო კომპლექსში ბაკურიანში – 26 კვადრატული მეტრი;
  • კომერციული ფართს ვაკეში – 143 კვადრატული მეტრი;
  • კომერციული ფართს ვაკეში – 336 კვადრატული მეტრი;
  • კომერციული ფართს ვაკეში – 101 კვადრატული მეტრი;
  • კომერციული ფართს ვაკეში – 204 კვადრატული მეტრი;
  • ბინას საბურთალოზე – 77.51 კვადრატული მეტრი;
  • ბინას საბურთალოზე – 91 კვადრატული მეტრი;
  • ბინას საბურთალოზე – 38 კვადრატული მეტრი.