რა მოგვიტანა ნატო-ს ილუზიამ, ან რას მოგვიტანს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის საპნის ბუშტად გაბერილი სატყუარა?!
გასაკვირზე უფრო სასაცილოა ქართველთმოძულეთა ნაბოდვარი, ევროპაში რომ ვბრუნდებით; ან ქართველები რომ ვართ, მაშასადამე, ევროპელები ვართ. კიდევ კარგი, რომ ინკვიზიციისა და ინდულგენციებით თაღლითობის პერიოდში ეს დაავადება არ სჭირდათ ჩვენს წინაპრებს, თორემ ევროპის ამ საკაცობრიო სირცხვილის მონაწილე გავხდებოდით, თუმცა, ახალი, საშინელი საფრთხე მაინც გვემუქრება. ყველაზე საშინელი და გაუსაძლისი წარსულის პირობებშიც კი ვის შეეძლო ეიძულებინა ჰომოსექსუალიზმის დაკანონება და ბინძური სექსუალური მანიაკების აღლუმი მოეწყოთ და მისთვის ხელი არავის შეეშალა.
აბა, წარმოიდგინეთ, ქართული ეროვნული სიამაყით ნაკურთხ სუფრაზე შენს გვერდით მოხვდა ვინმე გათხოვილი მამრობითი სქესის სიბინძურე, რამდენი სადღეგრძელოს შესმის შემდეგ შეძლებ ამ მყრალი არსების მოთმენას და თავზე არ დააფშვნი კეთილშობილ ღვინის ჭურჭელს. ქართულ ოჯახში ყველაზე საზარელი ტრაგედიაა, თუ რომელიმე ამგვარი მანიაკი გამოერიათ.
მსოფლიოში ოცდაექვს ქვეყანაში დაკანონებულია ერთნაირსქესიანთა ქორწინება; თვრამეტში _ დასაშვებია ჰომოსექსუალურ წყვილებს შორის კავშირი; ხუთ ქვეყანაში ჰომოსექსუალიზმისთვის სიკვდილით სჯიან. ამჟამად ამ გარყვნილების ლაშქრობას ამერიკის თხელტვინა პრეზიდენტი უდგას სათავეში და ამ თავხედობით იმას მიაღწევს, რომ შეურაცხყოფილი ხალხები ჰომოსექსუალების ჩაქოლვას დაიწყებენ.
ევროამერიკული რვაფეხას საცეცებში მოფართხალედ ეროვნული მოძრაობა ეროვნულ უბედურებად გვიქციეს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას სატანისტური ვერაგობით წამლავენ. ერთმორწმუნე რუსეთთან მეგობრობა რუსოფობიით მოწამლულთა თავხედურად გაყალბებული ისტორიის ქადაგებით, ბინძური სიცრუით დასვრილი ოკუპაციის მუზეუმი რუსეთთან მეგობრობის აღდგენის ბარიერად დადგეს და ყოველგვარი ეროვნული სიამაყის დასვრას შეუდგნენ, შედეგად ევროკავშირის დროშა სახედრის წინ ჰორიზონტივით მიუწვდომლად მოქანავე ბალახივით სახელმწიფო სიმბოლიკად გვიკიდია და ევროპელი ჯვაროსნების მიერ შერცხვენილ ხუთჯვრიან დროშას საქართველოს სახელით ვაფრიალებთ.
ნატო-ს და ევროკავშირის უთავმოყვარეო მათხოვრობამ მოგვიტანა დამცირება, აბუჩად აგდება და მათი ხუშტურებიანი ანტიეროვნული მოთხოვნების გოშიას ერთგულებით შესრულების მცდელობა; ქვეყნის გაღატაკება; ქართველების ნაფერები სამშობლოდან გაფრთხობა და ერის განახევრება. სოდომისტური გარყვნილებისა და ანტიროვნულობის უბედურების გზაზე შესაყენებლად მათ მიერვე გამოწრთვნილ, მსუყედ გამოკვებილ არასამთავროებად და პარტიებად შენიღბულ უცხოეთის აგენტ ცოფიან ხროვათა პარპაში; საერთაშორისო ჟანდარმის სტრატეგიულ პარტნიორად გასაღებული საცოდაობის ამაყობით მსმენელთა დამცინავი ღიმილის გამომწვევი სირცხვილი.
სხვა რა უნდა ეწოდოს ქართველთა საამაყო მამულიშვილთა მაგინებელი არამზადა ძროხის ენა ძლივს რო ჩაუტენია ქვეწარმავლის საზარელი ბოროტებით ამყრალებულ დუნე ყბაში, ახალგაზრდობის მწრთვნელად ითვლება, ქრთველთა მამაცური ცხოვრების ტრადიციებს და მის სათაყვანო მამულიშვილების ხსოვნას სასწავლებლის აუდიტორიებიდან და ტელევიზიის ეკრანიდან სისტემატურად პარაზიტის შხამით მოწამლულ სიბინძურეს აფრქვევს. ამას ითმენს ქართული ეროვნული სიამაყე, რამეთუ რუსოფობიით შენელებული, უცხოეთის საკვებურით გამომძღარ სამშობლოს მოღალატე თავხედთა ხროვა ამერიკის საელჩოს მიქსევით ყოველგვარ სასიკეთოს ცოფიანი მყეფარის სიავით უღრენს და ქართველ ერს გადაგვარებით მოსპობის უბედურებისაკენ ექაჩება.
ნაციონალური სეპარატიზმით დაავადებულმა ხალხებმა განხეთქილების უბედურებაში შეაბიჯეს. რუსეთის მოღალატე უძღებ შვილთა სიბრიყვემ „ველიკორუსული“ შოვინიზმი გადაგდებულ ჯღანივით აითრია და ყოფილ მეგობარ ქვეყნებში დასავლეთის იმპერიულ ამბიციებში ჩასათბურებული რუსოფობიის შხამიანი სარეველა მოთესა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არეული ცხოვრების ღვარცოფის მორევში შეთრეულ საქართველოს ყოფნა-არყოფნის ყორანი დღესაც დასჩხავის. ამის შემოქმედი ხარბი, მედროევე, მოღალატე, პოლიტიკოსებად გასაღებული ბეცი არსებები ევრო-ამერიკელთა ლაქუცში ისე გადაგვარდნენ, რომ მათი სამარცხვინო მოღვაწეობიდან მხოლოდ მწარე სინანულიღა დარჩა.
ფაშიზმი, რომელმაც ძველი, კეთილი გერმანია მღვრიე, გადარეულ ღვარცოფს დაამსგავსა და კაცობრიობას შთანთქმით ემუქრებოდა, განადგურების შემდეგ აიკრძალა, მაგრამ მისი ნამსხვრევები იმპერიალისტურმა დასავლეთმა შეიფარა, საჭიროების შემთხვევაში გამოსაყენებლად.
დაუდგათ მომენტი და ვარდების რევოლუციის მოწყობის მეთოდით საქართველოში შემოტენეს თავიანთი გაწრთვნილი ადამიანის ყველა სამარცხვნო თვისებათა პარკუჭი - სააკაშვილი, მან და მისმა ნაციონალებად წოდებულმა ხროვამ ისეთი საშინელებები ჩაიდინეს, რომ გერმანელი ფაშისტების საზარელი ბოროტებაც კი დაჩრდილეს.
საქართველოში ხალხის მიერ დამხობილი ეს დამნაშავე ნეოფაშისტთა ბანდა უკრაინაში გადაიხვეწა, სადაც ხალხის მოღალატე, ქვეყნის ქონების დამტაცებელთა მიერ დაკნინებულ რუსეთის მოძმე უკრაინას მათივე მოწყობილი მაიდნის გადატრიალებით თავს მოახვიეს ფაშიზმის ნამსხვებიდან გადარჩენილი ბანდერელების ძალაუფლება, რომელმაც უკრაინაში გადახვეწილ დამნაშავე ნაციონალთა საქართველოზე გადმოცემაზე უარი განაცხადეს და ნაციონალებს სასათბურე პირობები მოუწყეს.
ამერიკა ადრე რომ არ ცდილობდა ხალხის მიერ გაძევებული მათი ძაღლიშვილების უკან დაბრუნებას, სააკაშვილი ისეთი გამორჩეული ძაღლიშვილი გამოდგა, რომ მისი გადაგდება ეძნელათ, თანაც საქართელოში არასამთავრობოები და ოპოზიციურ პარტიებად წოდებული მეხუთე კოლონა დაუსჯელად დანავარდობდნენ ამერიკის ელჩის მფარველობით. სააკაშვილიც ქართველთა საბოლოოდ დასაგესლად, უეჭველად წარმატების რწმენით, კონტეინერში შემძვრალი შემოიპარა, მაგრამ ხალხის მხარდაჭერით გამარჯვებულმა ხელისუფლებამ დააპატიმრა. შედეგად „ევროატლანტიკური დემოკრატია“ და მისი მეხუთე კოლონა კრაზნების ბუდესავით აიშალა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიც შეწუხდა, ადამიანის უფლებათა დაცვის საბაბით. ვითომ სამკურნალოდ სააკაშვილის ევროპაში გადაყვანის უკანონო მოთხოვნით „ევროამერიკული დემოკრატიის“ ნიღაბი მთლად შემოეძარცვათ.
სააკაშვილი კი ისეთ სამკურნალო აპარტამენტში ნებივრობს, რომ მიუნჰენის პატიმრობაში გათავხედებული ჰიტლერიც ვერ ინატრებდა. ამ ძაღლიშვილის ევროპაში გადაყვანა ჩაიშალა, მაგრამ მისი აპარტამენტი გადატრიალების მომზადების შტაბს დაემსგავსა.
უცხოეთის აგენტებზე კანონის მიღების მცდელობა საბაბად აქციეს გაკოტრებულმა მეხუთე კოლონამ სტუდენტი ახალგაზრდობის შეცდენით ხელისუფლების დამხობა სცადა. ეს ავანტიურა ჩაიშალა და დაპატიმრებული აშკარა დამნაშავეები მათი ვროამერიკული მფარველების ზეწოლით გაათავისუფლეს.
„დაუსჯელობა დანაშაულის უდიდესი წახალისებაა“. ეს ძველი რომაული გაფრთხილება დღესაც აქტუალური რომ არის, საქართველოს მაგალითიც კმარა. გათავისუფლებული სახელმწიფო დამნაშავეები და ევრო-ამერიკის მეხუთე კოლონა დაუსჯელობით უაღრესად გათავხედდა.
ხელისუფლებამ კი ქართველი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით რუსეთის წინააღმდეგ სანქციების არმიღებისათვის სასტიკად გაანაწყენა ევრო-ამერიკა, ამის გამო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის საპნის ბუშტი ვერ მიიღო.
თუ ბატონის მიერ ლაქიასთან ურთიერთობას სტრატეგიულ პარტნიორობად გვალანდებდნენ, ჩინეთში საქართელოს პრემიერის უაღრესად საპატიო მიღებით დადასტურდა, რომ ეს მსოფლიოს უძლიერესი ქვეყანა წინასწარი პრეტენზიული მოთხოვნილებათა გარეშე ღირსეულად თანასწორი პარტნიორი იქნება პატარა საქართველოსი, დღემდე ფუჭად რომ ნადირობდა ევოამერიკული საპნის ბუშტების მოსაპოვებლად.
დაუსჯელობით გაპაპაჯორებული მეხუთე კოლონა კი უსაზღვრო თავხედობით ემზადება ხელისუფლების დასამხობად. ეტყობა, იმის იმედი აქვთ, რომ ჩადენილი ყოველგვარი უმძიმესი დანაშაული მათი მბრძანებლების ჩარევით შერჩებათ.
ჯერ კი უცხოეთის მიერ პანდორას სკივრიდან პრეზიდენტად შემოგდებული ჯადოქარი, საჯინიბოდან გამოვარდნილი ჭაკივით თავხედურად დაჭენაობს მის მმართველ ევროპაში. ხელისუფლებაში შემძვრალ მრავალ უცხოეთის აგენტ პარაზიტს შესწრებია დღევანდელობა, მაგრამ ეს განსაკუთრებით გათავხედებული მოვლენაა. კინოფილმ „ცისკარაში“ ყვავს რომ დასდევს, იმ ჯადოქარს მიაგავს, განსხვავებით იმისა, რომ ის არ მალავს ადამიანთა მოდგმის უბედურებად წანწალს, ეს კი ქვეყნის ამომგდებ პარაზიტებს, საქართველოს პრეზიდენტის სახელით ისე ჩახუებია, რასაც ის ყვავს გამოკიდებული ჯადოქარიც კი არ იკადრებდა.
მისთვის იმპიჩმენტი ცოტაა, იგი დამნაშავეა ხელისუფლების დამხობის აშკარა მოწოდებისათვის!
ხელისუფლებას კი შევახსენებ, ქვეყნის მოღალატეთა ხროვას თუ მკაცრად არ გაუსწორდება, ესენი ქართველ ერს დაღუპავენ. თქვენ კი ფაშისტების მიერ დამხობილი ავსტრიის ხელისუფლების ბედი სანატრელი გაგიხდებათ!
დავით აღმაშენებლის სახელობის
პრემიის ლაურეატი
მწერალი - გივი სომხიშვილი
21 სექტემბერი 2023 წ.