საზოგადოება
შალვა პაპუაშვილი: ოთარ ფარცხალაძეს სახელმწიფო სტრუქტურებთან ბოლო ათი წელია, არანაირი კავშირი არ აქვს

 საქართველო, 15 სექტემბერი, საქინფორმი. ოთარ ფარცხალაძეს სახელმწიფო სტრუქტურებთან ბოლო ათი წელია, არანაირი კავშირი არ აქვს, ის კერძო პირია, ამავე დროს, ის არის საქართველოს პირველი მოქალაქე, რომელიც ამ ტიპის სანქციებში მოხვდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„შესაბამისი უწყებები ამ საკითხს შეისწავლიან და საზოგადოებას ექნება ინფორმაცია, რომ გაერკვეს, რაშია საქმე. ზოგადად, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს რაც შეეხება, საქართველო ამ სანქციებს მიჰყვება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სანქციების გვერდის ავლა არ იყოს დაშვებული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

აშშ რუსეთის მიერ უკრაინაში უკანონო ომის წარმოებასთან დაკავშირებით, 150-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციებს უწესებს. სანქცირებულ პირთა შორის არის საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.