აქტუალური
კახა კალაძე: ჩვენი ქვეყანა ღირსეულად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს

 საქართველო, 15 სექტემბერი, საქინფორმი. ბევრი კარგი რამ გავაკეთეთ, ბევრი რეფორმა განვახორციელეთ და ჩვენი ქვეყანა ღირსეულად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპტიმისტურად არის განწყობილი და იმედი აქვს, რომ საქართველო მიიღებს სტატუსს.

კანდიდატის სტატუსის მიღება-არმიღება პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია. რა პოლიტიკური გადაწყვეტილებაც იყო მიღებული, როდესაც კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭა, ამასთან დაკავშირებით ბევრჯერ მოგვიწია განმარტებების გაკეთება, რომ იყო უსამართლო, არასწორი გადაწყვეტილება. თუ რომელიმე ქვეყანა მართლა იმსახურებდა სტატუსს, ეს იყო ჩვენი ქვეყანა ყველანაირი რეფორმებით, წინგადადგმული ნაბიჯებით, მიღწევებით, თუმცა ყველამ კარგად ვიცით, რატომ იყო მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მაინც ოპტიმისტი ვარ. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მგონია, რომ ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს. მართლაც ბევრი კარგი რამ გავაკეთეთ, ბევრი რეფორმა განვახორციელეთ და ჩვენი ქვეყანა ღირსეულად იმსახურებს სტატუსს“, – განაცხადა კახა კალაძემ.