საზოგადოება
უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული: მიხეილ სააკაშვილმა უნდა შეძლოს კვალიფიციური დახმარების მიღება კლინიკაში

 საქართველო, 14 სექტემბერი, საქინფორმი. მიხეილ სააკაშვილმა უნდა შეძლოს კვალიფიციური დახმარების მიღება კლინიკაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ოლექსანდრ შულგამ განუცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კომუნიკაციის სტადია უცვლელია.

„ჩვენ გავგზავნეთ თხოვნა იმის შესახებ, რომ უკრაინელმა ომბუდსმენმა მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი. პასუხი დღემდე არ მიგვიღია. ისევ იქ ვრჩებით, სადაც ვიყავით. არცერთი ოფიციალური უწყებისგან არ მიგვიღია პასუხი. ჩვენ მივმართავთ იმის შესახებ, რომ უნდა იყოს ჰუმანიტარული აქტი. ბატონმა სააკაშვილმა უნდა შეძლოს კვალიფიციური დახმარების მიღება კლინიკაში“, – განაცხადა ოლექსანდრ შულგამ.