საზოგადოება
სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებს შეხვდა

 საქართველო, 13 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 12 სექტემბერს ათონელის რეზიდენციაში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი. შეხვედრის მონაწილეებმა არც შეხვედრის დაწყებამდე და არც დასრულების შემდეგ კომენტარები არ გააკეთეს, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა ევროკავშირში საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიეძღვნა.

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო „ქართული ოცნების“ გეგმებს პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კანდიდატის სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც მართავს კონსულტაციებს.