პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი აღძრულია

 საქართველო, 13 სექტემბერი, საქინფორმი. იმპიჩმენტის საკითხი არის აღძრული. საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს ოფიციალურად შევიდა ინფორმაცია, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გამოიტანოს საკუთარი დასკვნა, რის შემდეგაც, საკითხი დაბრუნდება პარლამენტში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მართალია, იმპიჩმენტისთვის საჭირო 100 ხმის რესურსი პარლამენტში არ არსებობს, რადგან სალომე ზურაბიშვილმა რადიკალური ოპოზიციის იმედით დაარღვია კონსტიტუცია, მაგრამ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის უხეში დარღვევის დადგენის ფაქტი არის უკვე ძალიან მნიშვნელოვანი.

ადამიანმა უხეშად დაარღვია კონსტიტუცია, ჩვენი ვალდებულებაა, დავიცვათ კონსტიტუცია. იმპიჩმენტის საკითხი არის აღძრული. დღეს ოფიციალურად შევიდა ინფორმაცია საკონსტიტუციო სასამართლოში. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გამოიტანოს საკუთარი დასკვნა, რის შემდეგაც ბუნებრივია, საკითხი დაბრუნდება პარლამენტში. რა თქმა უნდა, 100 ხმის რესურსი არ არსებობს გამომდინარე იქიდან, რომ სალომე ზურაბიშვილმა სწორედ რადიკალური ოპოზიციის იმედით დაარღვია კონსტიტუცია, მაგრამ თავისთავად ის ფაქტი, რომ დადგინდება სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის უხეში დარღვევა, რაც არის პირველი კურსის პირველი ლექციის კაზუსი, არის უკვე ძალიან მნიშვნელოვანი და კიდევ ერთხელ მოხდება იმის ლუსტრაცია რომ სალომე ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიცია, კოლექტიური ნაცმოძრაობა ერთიანი დღის წესრიგით მოქმედებენ. მათ ჰყავთ საერთო პატრონი“, – განაცხადა კობახიძემ.