აქტუალური
გარევაჭრობას კახეთშიც კრძალავენ

atamiროგორც საქინფორმს გურჯაანიდან აცნობეს, საპატრულო პოლიცია გლეხებს ავტომაგისტრალებთან ხილის გაყიდვის უფლებას არ აძლევს. უფრო მეტიც, სამართალდამცველები გლეხებს დაჯარიმებით და სარეალიზაციოდ გამოტანილი პროდუქტის ჩამორთმევით ემუქრებიან. არც გზაზე მოძრავ მძღოლებს აძლევენ ხილის საყიდლად მანქანის გაჩერების საშუალებას. ადგილობრივების განცხადებით, პოლიცია გარევაჭრობას გზაზე მანქანების მოძრაობის შეფერხების გამო კრძალავს. ახლა გურჯაანში ატმის სეზონია, პატრულის აკრძალვის გამო კი გლეხების უმრავლესობას დაკრეფილი ხილი უფუჭდება.

 

საქინფორმი