უცხოეთი
სერგეი ლავროვი - დასავლეთმა ვერ შეძლო „დიდი ოცეულის“ დეკლარაციის უკრაინიზაცია

 საქართველო, 11 სექტემბერი, საქინფორმი. დასავლეთმა ვერ შეძლო „დიდი ოცეულის“ დეკლარაციის უკრაინიზაცია,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. ლავროვის თქმით, ასოციაციის სამიტის დეკლარაციის შესაბამისი პუნქტი ჩამოყალიბებულია მთელი მსოფლიოს კონფლიქტის გადაწყვეტის აუცილებლობის კონტექსტში.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ „დიდი ოცეულის“ დეკლარაცია ასევე მოიცავდა სასურსათო უსაფრთხოების მნიშვნელოვან პრინციპებს, რომლებსაც რუსეთი მხარს უჭერს.

„ე.წ. უკრაინული პუნქტი, მართალია შეტანილია „დიდი ოცეულის“ სამიტის დეკლარაციაში, მაგრამ ეს არ არის უკრაინაზე, ეს არის მსოფლიოზე, გაერო-ს წესდების ყველა მიზნისა და პრინციპის შესაბამისად და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დოკუმენტის ეს ნაწილი უკრაინას არ ეძღვნება“, – აღნიშნა ლავროვმა.

1tv.ge