პოლიტიკა
სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და ყველა მონაწილე მხარეს, გაერთიანდნენ და იმუშაონ კანდიდატის სტატუსისთვის

 საქართველო, 7 სექტემბერი, საქინფორმი. ნათლად ვნახეთ, რომ ქართველი ხალხი საკუთარ თავს ევროპასთან ერთად ხედავს და ევროკავშირმა საქართველოს ნათელი საგზაო რუკა მისცა, რათა კანდიდატის სტატუსს მიაღწიოს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ვედანტ პატელმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და ყველა მხარეს, გაერთიანდნენ და კანდიდატის სტატუსისთვის საჭირო რეფორმების განხორციელებაზე ერთად იმუშაონ.

„ჩვენ მკაფიოები ვიყავით, ისევე როგორც ქართველი ხალხი. ჩვენც რაც ნათლად ვნახეთ არის ის, რომ ქართველი ხალხი საკუთარ თავს ევროპასთან ერთად ხედავს და ევროკავშირმა საქართველოს ნათელი საგზაო რუკა მისცა, რათა კანდიდატის სტატუსს მიაღწიოს. საქართველოს მთავრობას და ყველა მონაწილე მხარეს მოვუწოდებთ, რომ გაერთიანდნენ და ამ მიზნისთვის იმუშაონ, განსაკუთრებით საჭირო რეფორმების განხორციელებისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღწევად. გაერთიანებული საქართველოს საჭიროება ასე აუცილებელი არასდროს ყოფილა“, – განაცხადა ვედანტ პატელმა.