უცხოეთი
საქართველო, 7 სექტემბერი, საქინფორმი. სომხეთისა და შეერთებული შტატების წვრთნების ჩატარების შესახებ ინფორმაცია შეშფოთებას იწვევს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
კრემლის წარმომადგენლის თქმით, მოსკოვი ღრმად გააანალიზებს ამ სიახლეს და დააკვირდება სიტუაციას.
მანამდე სომხეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სომხეთისა და შეერთებული შტატების ერთობლივი სამხედრო წვრთნები – „პარტნიორი არწივი 2023“ სომხეთის ტერიტორიაზე 11-დან 20 სექტემბრამდე გაიმართება.
1tv.ge