საზოგადოება
გიორგი მსხილაძე: „ქართული ოცნების“ მიერ იმპიჩმენტის წამოწყება შეიძლება ემსახურებოდეს პრეზიდენტის პოლიტიკურ შევიწროებას

 საქართველო, 6 სექტემბერი, საქინფორმი. ტექნიკური საკითხები, რომელიც წამოიწყო „ქართულმა ოცნებამ“, შეიძლება ემსახურებოდეს პრეზიდენტის აქტივობის შეზღუდვას ან მის პოლიტიკურ შევიწროებას. იმპიჩმენტის პროცედურა დროში გაწერილია, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი ასრულებს იმ საარჩევნო დაპირებებს, რომლის ქვაკუთხედიც იყო ქვეყნის ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია.

საქართველოს პრეზიდენტი ასრულებს თავის უმაღლეს ვალდებულებას. ეს არის ხალხის ნება. საქართველოს პრეზიდენტი ასრულებს იმ საარჩევნო დაპირებებს, რომლის ქვაკუთხედიც იყო ქვეყნის ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაცია და კონსტიტუციურ ვალდებულებას, რომლითაც ყველა ზომა უნდა მიიღოს, რომ ქვეყანამ უზრუნველყოს ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაცია. ტექნიკური საკითხები, რომელიც წამოიწყო უმრავლესობამ და „ქართულმა ოცნებამ“, შეიძლება, ერთადერთ რამეს ემსახურებოდეს – პრეზიდენტის აქტივობის შეზღუდვას ან მის პოლიტიკურ შევიწროებას. ამაზე მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. იმპიჩმენტის პროცედურა დროში გაწერილია, ამიტომ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“, – განაცხადა მსხილაძემ.