სამართალი
დევიდ კრამერი: ვიმედოვნებ, რომ მიხეილ სააკაშვილი იქნება შეწყალებული და მას მიეცემა საშუალება დაბრუნდეს უკრაინაში

 საქართველო, 6 სექტემბერი, საქინფორმი. ვიმედოვნებ, რომ მიხეილ სააკაშვილი იქნება შეწყალებული და მას მიეცემა საშუალება დაბრუნდეს უკრაინაში, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა, დევიდ კრამერმა განაცხადა, რომელიც თბილისში საერთაშორისო კონფერენციას - „პუტინიზმის დამარცხება!" - დაესწრო.

მისი თქმით, სააკაშვილის შეწყალება საქართველოში ყველა პრობლემას ვერა, მაგრამ რამდენიმეს მაინც მოაგვარებდა.

ეს აქამდეც არაერთხელ აღვნიშნე, მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა საპატიმროში, სამარცხვინოა. ვიმედოვნებ, რომ ის იქნება შეწყალებული და მას მიეცემა საშუალება, დაბრუნდეს უკრაინაში. ვფიქრობ, ეს რამდენიმე პრობლემას მოაგვარებდა,თუმცა, რა თქმა უნდა, ყველას არა“, - განაცხადა კრამერმა.