უცხოეთი
მედია - კიმ ჩენ ინი ვლადიმერ პუტინს რუსეთში შეხვდება

 საქართველო, 6 სექტემბერი, საქინფორმი. ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის ლიდერები, კიმ ჩენ ინი და ვლადიმერ პუტინი ვლადივოსტოკში სამხედრო თანამშრომლობის შესახებ იმსჯელებენ.

CBS-ის ინფორმაციით, კიმ ჩენ ინი რუსეთში სექტემბერში გაემგზავრება და ორი ქვეყნის ლიდერები განიხილავენ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რუსეთისთვის, უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, იარაღის მიწოდების და სამხედრო თანამშრომლობის სხვა საკითხებს.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, კიმი, რომელიც იშვიათად ტოვებს ჩრდილოეთ კორეას, სავარაუდოდ, ფხენიანიდან ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ვლადივოსტოკში 10-13 სექტემბერს აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმია დაგეგმილი, რომელსაც ვლადიმერ პუტინი და კიმ ჩენ ინიც დაესწრებიან.

interpressnews.ge