უცხოეთი
საქართველო, 6 სექტემბერი, საქინფორმი. სომხეთმა „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან“ მუდმივი წარმომადგენელი გაიწვია.
სომხური მედიის ინფორმაციით, სომხეთის პრეზიდენტმა, ვაჰაგნ ხაჩატურიანმა, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის წინადადებით, სამშაბათს ხელი მოაწერა განკარგულებას ორგანიზაციაში სომხეთის რესპუბლიკის მუდმივი და სრულუფლებიანი წარმომადგენლის, ვიქტორ ბიაგოვის გაწვევის შესახებ.
სხვა ბრძანებულებით, სომხეთის პრეზიდენტმა, მთავრობის მეთაურის წინადადებით, ვიქტორ ბიაგოვი ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაში სომხეთის რესპუბლიკის მუდმივ წარმომადგენლად დანიშნა. პრეზიდენტის კიდევ ერთი ბრძანებულებით, ბიაგოვი დაინიშნა ნიდერლანდებში სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად.
1tv.ge