უცხოეთი
პოლონეთში უკრაინელი ლტოლვილების მისაღები ყველაზე დიდი ცენტრი დაიხურა

 საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. პოლონეთმა დახურა უკრაინელი ლტოლვილების ყველაზე დიდი მისაღები ცენტრი, რომელიც ნადარზინში, ვარშავიდან დაახლოებით 30 კილომეტრში მდებარეობს. ამის შესახებ The Financial Times იუწყება.

მაზოვიეცკის რეგიონის პრესმდივნის ცნობით, ცენტრი დროებითი იყო და მისი დახურვა გამართლდა იმით, რომ „უკრაინიდან რეგიონში ჩამოსული ლტოლვილების რაოდენობა უმნიშვნელოა“.

გამოცემის ცნობით, ცენტრში 9 000-მდე უკრაინელი ლტოლვილი იყო განთავსებული.

იქ მცხოვრები ბოლო 300 ადამიანი სხვა ცენტრებში გადაიყვანეს.

commersant.ge