საზოგადოება
საკუთარ საქმიანობაზე დაკავებულმა ფოტორეპორტიორმა მისი უფლებების დამცველთან, ადვოკატ რამაზ ჩინჩალაძესთან, ისაუბრა.
აბდალაძე თავს დამნაშავედ არ თვლის და მიაჩნია, რომ მისი დაკავება პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას ისახავს მიზნად. „არასოდეს ჩემი საქმიანობით ქვეყნისთვის არ მიღალატია! ამ ყველაფერს მარაზმად მივიჩნევ და თავს დამნაშავედ არ ვთვლი“, – აცხადებს აბდალაძე.
ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მშრალ შიმშილობას განაგრძობს.აღსანიშნავია, გიორგი აბდალაძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ფოტოგრაფად მუშაობდა, მანამდე კი – სხვადასხვა გაზეთის რედაქციაში ფოტოკორესპონდენტად. ის ომის რეპორტიორიც გახლდათ და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დროს ცხელ წერტილში – ცხინვალში იმყოფებოდა. სწორედ მას ეკუთვნის ომის ყველაზე ცნობილი ფოტოები.
საქინფორმი