უცხოეთი
რუსეთის საელჩო - აშშ-ის მიერ ზელენსკის გაკოტრებული რეჟიმისთვის სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტის გაგზავნა თვალთმაქცობის პიკია

 საქართველო, 31 აგვისტო, საქინფორმი. აშშ-ში რუსეთის საელჩო შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტის გაგზავნის შესახებ თვალთმაქცობად აფასებს.

„ზელენსკის გაკოტრებული რეჟიმისთვის მეოთხედი მილიარდი დოლარის ღირებულების HIMARS-ების ჭურვებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების მიწოდება, ასევე მეოთხედი მილიარდი დოლარის ღირებულების სხვა საბრძოლო მასალის მიწოდება თვალთმაქცობის პიკია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ოფიციალური პირები სამხედრო დახმარებას "უკრაინის ხალხისადმი ზრუნვით" ხსნიან. ფაქტობრივად, ვაშინგტონი არავითარ შემთხვევაში არ იტყვის უარს უკანასკნელ უკრაინამდე რუსეთთან ბრძოლის კონცეფციაზე", - აცხადებენ საელჩოში.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ აშშ უკრაინას 250 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. პაკეტში შევა საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის AIM-9M რაკეტები, საბრძოლო მასალა HIMARS სარაკეტო სისტემებისთვის, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვები, განაღმვის აღჭურვილობა, Javelin და სხვა ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები და რაკეტები, ცეცხლსასროლი იარაღისთვის 3 მილიონ ტყვიაზე მეტი, სასწრაფო დახმარების მანქანები და საბრძოლო მასალა დაბრკოლებების გასაწმენდად.

interpressnews.ge