საქართველო, 29 აგვისტო, საქინფორმი. საბერძნეთი, ათი დღეა, ევროპის ყველაზე მომაკვდინებელ ხანძარს ებრძვის, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს. მედიის ცნობით, ხანძარს, სულ მცირე, 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მედიის ცნობით, ხანძარი, რომელიც დაიწყო ქალაქ ალექსანდროპოლის მახლობლად, უკონტროლოდ მძვინვარებს ჩრდილო-აღმოსავლეთ საბერძნეთის ევროსის რეგიონში.
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი „კოპერნიკის კლიმატის ცვლილების სამსახურის“ განცხადებით, ხანძარმა გადაწვა 77 000 ჰექტარზე მეტი მიწა, რაც მას ერთ-ერთ უდიდესს ხანძრად აქცევს ევროპის მიწაზე ბოლო წლების განმავლობაში.
ხანძრის გამო ათობით ადამიანს მოუწია საცხოვრებელი სახლების დატოვება.
შეგახსენებთ, ივლისში დაახლოებით 20 000 ტურისტის ევაკუაცია განხორციელდა კუნძულ როდოსიდან, სადაც ხანძარმა გადაწვა კურორტები და სასტუმროები.
1tv.ge