უცხოეთი
დონალდ ტრამპი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, მან ფულტონის ოლქის ციხე უკვე დატოვა

 საქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფულტონის ოლქის ციხეში გამოცხადების შემდეგ დააკავეს და გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. დონალდ ტრამპმა ფულტონის ოლქის ციხე უკვე დატოვა.

ციხეში პროცედურები დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. ტრამპს ციხეში თითების ანაბეჭდები აუღეს და ფოტო გადაუღეს. შეთანხმების საფუძველზე, ტრამპი 200 000 აშშ დოლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მას, ასევე, ეკრძალება სოციალური მედიის გამოყენება, რათა ვერ განახორციელოს ზეწოლა საქმეში მის 18 თანაბრალდებულზე, ასევე ნებისმიერ მოწმეზე ან 30 დაუსაბუთებელ თანამონაწილეზე.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ნიუ ჯერსის გოლფის კლუბიდან ატლანტაში გაემგზავრა, რათა ფულტონის ოლქში ციხეში ნებაყოფლობით გამოცხადებულიყო.

შეგახსენებთ, ტრამპს ათზე მეტი ბრალი აქვს წაყენებული ჯორჯიის შტატში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე.

ყოფილ პრეზიდენტს სისხლის სამართლის ბრალდება წელს უკვე მეოთხედ წაუყენეს.

ამასთან, ფულტონის ოლქის შერიფის ოფისმა ფოტო გაავრცელა, რომელიც ტრამპს ციხეში მისვლის შემდეგ გადაუღეს.

1tv.ge