უცხოეთი
საქართველო, 25 აგვისტო, საქინფორმი. „ბრიქსის“ ლიდერებმა გაერთიანებაში ახალ წევრებად კიდევ ექვსი ქვეყნის მიწვევა გადაწყვიტეს – არგენტინის, ეგვიპტის, ირანის, ეთიოპიის, საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების.
ამის შესახებ სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა, სირილ რამაფოზამ განაცხადა, რომელიც იოჰანესბურგში „ბრიქსის“ სამდღიან სამიტს მასპინძლობს.
ხუთი ქვეყნის – ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთის და სამხრეთ აფრიკის გაერთიანების სამიტზე ბლოკის გაფართოება ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო.
სამხრეთ აფრიკაში სამიტი დღეს სრულდება. „ბრიქსის“ სამიტზე რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარმოადგენდა.
1tv.ge