სამართალი
ამის შესახებ ფოტორეპორტიორ გია აბდალაძის ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ განაცხადა, რომელმაც მოდულის შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვა. მისი თქმით, მან ხელი მოაწერა ოქმს იმის შესახებ, რომ საქმეს უკვე დაედო გრიფი „საიდუმლო“.
„აბდალაძეს ვერ შევხვდი. თუმცა ჩემთვის ცნობილია, რომ დაკავებულ ფოტორეპორტიორებს ბრალი ედებათ 314-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯაშუშობას გულისხმობს“, – განმარტა ჩინჩალაძემ.მოდულის შენობასთან ამ წუთებში დაკავებულთა სოლიდარობის ნიშნად ჟურნალისტები იკრიბებიან. ადვოკატები კი იქ შესვლას, სავარაუდოდ, რამდენიმე წუთში კვლავ შეძლებენ და დაკავებულებთან შეხვედრას მოახერხებენ.
საქინფორმი