საზოგადოება
გვირაბის მშენებლობისას უძველესი ნასახლარის სამარხები აღმოჩნდა

gvirabi4როგორც საქინფორმის მკითხველისთვის ცნობილია, დედაქალაქში მოძრაობის განტვირთვის მიზნით, თბილისის მერიამ მარშალ გელოვანის გამზირის ბოლოდან დავით აღმაშენებლის ხეივნისაკენ გასასვლელი გვირაბის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და შემოდგომაზე დასრულდება. ბეტონის გვირაბის სიგრძე 95 მეტრი იქნება და მის ორივე მხარეს პანდუსები აშენდება.

ამ ეტაპზე გვირაბის ქვაბულის დამუშავება მიმდინარეობს. სამუშაოების მიმდინარეობისას სხვადასხვა მონაკვეთზე აღმოჩენილ იქნა ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV ათასწლეულის მეორე ნახევრით დათარიღებული უძველესი ნასახლარის სამარხები. შესაბამისად, ტერიტორიაზე არქეოლოგებიც მუშაობენ და იკვლევენ.

„ეს სამუშაოები აღსანიშნავია იმ კუთხითაც, რომ არქეოლოგიურად დიღმის ეს ნაწილი საკმაოდ აქტიური ზონაა და ამიტომ აქ პარალელურად არქეოლოგებიც მუშაობენ. აღმოჩენილია სხვადასხვა ძალიან ძველი საყოფაცხოვრებო თუ სამრეწველო დანიშნულების ობიექტები. ერთი მხრივ, ბუნებრივია, ეს სამუშაოების ტემპს აჩერებს, მაგრამ, ამავე დროს, ძალიან კარგ მასალას გვაძლევს ძველი თბილისის შესახებ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ.

 

საქინფორმი