აქტუალური
საქართველო, 23 აგვისტო, საქინფორმი. ბათუმში ცეცხლსასროლი იარაღით სამი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, დაჭრილია მამა და ორი შვილი, ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
შემთხვევა ასათიანის ქუჩაზე ერთ-ერთ სახელოსნოსთან მოხდა.
პირი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდა შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.