აქტუალური
საქართველო, 23 აგვისტო, საქინფორმი. ბელგიის საგარეო და ევროპული ურთიერთობების საქმეთა, საგარეო ვაჭრობისა და კულტურული ინსტიტუტების მინისტრი ჰაჯა ლაჰიბი ერევანს, თბილისსა და ბაქოს ოთხდღიანი ვიზიტით ეწვევა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ბელგიელი დიპლომატი აღიშნავს, ვიზიტის მიზანია სამხრეთ კავკაიის რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის ხელშეწყობა.
„მივემართები ერევანში, თბილისსა და ბაქოში ოთხდღიან მოგზაურობაში, რომელიც სავსეა მნიშვნელოვანი შეხვედრებით. მიზანია ბელგიის სახელით და ევროკავშირის პოზიციის შესაბამისად, რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და ჩვენი გამაერთიანებელი კავშირების გაძლიერების ხელშეწყობა“, – წერს ჰაჯა ლაჰიბი.