უცხოეთი
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ევროკავშირის გაფართოების ფარგლებში ოქტომბერში ევროკომისიისგან დადებით შეფასებას ელოდება

 საქართველო, 23 აგვისტო, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ათენში ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა. როგორც ზელენსკიმ მოლაპარაკებების შემდეგ დაწერა, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინული სასურსათო პროდუქციის ექსპორტი და ტრანზიტი 15 სექტემბრიდან სრულად აღდგეს.

„გამოვხატე მადლიერება მისი ძალისხმევისთვის უკრაინული სურსათის ექსპორტისა და ტრანზიტის ნორმალიზებასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია 15 სექტემბრიდან მათი სრული აღდგენა“, – დაწერა ზელენსკიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ელოდება ევროკომისიისგან ოქტომბერში დადებით შეფასებას ევროკავშირის გაფართოების ფარგლებში. ზელენსკის თქმით, ის ასევე ელოდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებას წევრობის შესახებ მოლაპარაკებების 2023 წლის ბოლომდე დასაწყებად.

გარდა ამისა, ზელენსკის განცხადებით, ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრისას მხარეებმა მოახდინეს პოზიციების კოორდინირება „მშვიდობის ფორმულასთან“ დაკავშირებით.

ცნობისთვის, ათენში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების არაფორმალური სამიტი იმართება.

1tv.ge