ქართველი და აფხაზი სტუდენტები დისტანციური სწავლების კურსს ერთად გაივლიან
როგორც
საქინფორმის რეგიონული კორესპონდენტი სამეგრელოში ზუგდიდიდან გვატყობინებს, არასამთავრობო ორგანიზაციის – „დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისთვის“ (ხელმძღვანელი ქრისტინე კილანავა) – ინიციატივით, ცნობილი ექსპერტი, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც აფხაზეთში იმყოფებოდა, ზუგდიდის უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებს შეხვდა. „ძალიან კარგია, რომ ქართველი და აფხაზი სტუდენტები ერთად გაივლიან დისტანციური სწავლების კურსს კალიფორნიის უნივერსიტეტში. ივლის-აგვისტოში ამ სწავლებაში ჩაერთვება 25 ქართველი და 16 აფხაზი სტუდენტი“, – აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.
ექსპერტი აფხაზეთში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებსაც შეეხო. „საქართველოსთვის მომგებიანი იქნება, თუ აფხაზეთის პრეზიდენტი გახდება ალექსანდერე ანქვაბი ან სერგეი შამბა, რადგან მათ საქართველო და ქართველები არ სძულთ – ორივეს ქართველი მეუღლეები ჰყავთ“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
საქინფორმი