საქართველო, 22 აგვისტო, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატების დებატებში მონაწილეობას არ მიიღებს. როგორ ტრამპმა განაცხადა, ბოლო სოციოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ ის კონკურენტებს დიდი უპირატესობით უსწრებს.
„„სიბიეს“-ის მიერ გამოქვეყნებული გამოკითხვა აჩვენებს, რომ მე წინ ვარ ლეგენდარული უპირატესობით. საზოგადოებამ იცის, ვინ ვარ და რა წარმატებული საპრეზიდენტო ვადა მქონდა, ენერგოდამოუკიდებლობით, ძლიერი საზღვრებით და სამხედროებით, გადასახადების და რეგულაციების ყველაზე დიდი შემცირებით, უძლიერესი ეკონომიკით და ა.შ. ამიტომ არ ვაპირებ დებატებში მონაწილეობას“, – წერს დონალად ტრამპი.
„სიბიეს“-ის გამოკითხვის მიხედვით, დონალდ ტრამპი რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ფავორიტია და მას გამოკითხულთა 62 პროცენტი უჭერს მხარს, მის მთავარ კონკურენტს, ფლორიდის გუბერნატორს, რონ დე სანტისს კი – 16 პროცენტი.
რესპუბლიკური პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატების პირველი დებატები 23 აგვისტოს გაიმართება. შიდაპარტიული არჩევნები კი 2024 წლის 15 იანვარს აიოვას შტატიდან აიღებს სტარტს.
1tv.ge