საზოგადოება
როგორც საქინფორმის რეგიონული კორესპონდენტი სამეგრელოში ზუგდიდიდან გვატყობინებს, ზუგდიდის დაბალი ზონის ენგურისპირა სოფლების (განმუხურის, შამგონის, ანაკლიის, კოკის, ორსანტიის) მოსახლეობამ დახმარებისთვის ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატ ფრიდონ თოდუას მიამართა. „არ გვაქვს სასმელი წყალი, დაბინძურებულ წყალს ვხმარობთ, გაგვანადგურა მდინარე ენგურმა – ყოველწლიურად მდინარეს 10-15 ჰა სახნავ-სათესი მიწა მიაქვს. გთხოვთ, დაგვეხმაროთ. უნდა გაკეთდეს არტეზიული ჭები და ჩატარდეს ნაპირსამაგრი სამუშაოები“, – განუცხადეს ფრიდონ თოდუას სოფლების წარმომადგენლებმა. ფრიდონ თოდუა, თავის მხრივ, მათ დახმარება აღუთქვა: „მომმართეთ ოფიციალური წერილით, რათა შევძლო თქვენი მოთხოვნების ასახვა 2012 წლის ბიუჯეტში“.
საქინფორმი