საქართველოში ამერიკელი ელჩების მონაცვლეობაა. აისახება თუ არა ეს შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე და როგორია ის დღეს? შეიცვალა თუ არა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ტრეკი პრემიერ-მინისტრის ჩინეთში, ყაზახეთში, ისრაელში ვიზიტების შემდეგ? - ამ და სხვა კითხვებით მივმართეთ საქინფორმის მთავარ რედაქტორს, ქართველ პოლიტოლოგ არნო ხიდირბეგიშვილს.
- დღეს სამხრეთ კავკასიის ყველა ქვეყანას აქვს ცნობილი პრობლემები და გამონაკლისი არც საქართველოა. ხოლო დასავლეთ-აღმოსავლეთის დაპირისპირება, პირობითად ასე დავარქმევ უკრაინასა და ამ კონფლიქტის გარშემო მიმდინარე მოვლენებს, მხოლოდ ამწვავებს ამ პრობლემებს. გარედან ერთი საქართველო ჩანს - ყველა თვალსაზრისით საინტერესო ქვეყანა, რომლის ხელმძღვანელობაც აპირებს მაქსიმალური სარგებელის მიღებას მისი გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, სწორედ ამას უკავშირდება თქვენ მიერ ნახსენები ღარიბაშვილის ვიზიტები. ხოლო შიდა დამკვირვებლის თვალწინ სულ სხვა საქართველო იშლება - წინააღმდეგობებით გახლეჩილი ამჟამინდელ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, რომლის ბირთვიც სააკაშვილის ექს-მმართველი პარტია და მისი სატელიტებია.
ვითარებას ამძიმებს პრეზიდენტი ზურაბიშვილის, დასავლელი დიპლომატების, სხვადასხვა დონის ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან ტოტალური კრიტიკა, რომლებიც გაუმართლებლად იქცნენ ამ წინააღმდეგობების მხარეებად - ოპოზიციის მხარდამჭერებად, მედიატორობის ან თუნდაც ნეიტრალურობის ნაცვლად, რასაც მათ სამსახურებრივი მდგომარეობა ავალდებულებს. მიმაჩნია, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩის შეცვლა სიტუაციას არ განმუხტავს - ვშიშობ, ის კიდევ უფრო გამწვავდება და ახალ იმპულსს შესძენს ხელისუფლების კრიტიკას ფაქტობრივად ყველა სფეროში და საკვანძო საკითხზე - უკრაინისა და რუსეთისადმი დამოკიდებულებაზე. მოთხოვნები აქ მაქსიმალურად რადიკალურია - ან საქართველომ უნდა დაიწყოს ომი რუსეთთან უკრაინის მხარდასაჭერად, შესაბამისად, შეწყვიტოს რუსეთთან ყველა სავაჭრო, ეკონომიკური, სატრანსპორტო, ჰუმანიტარული კავშირები და ტურიზმიც კი, ან საქართველოს მთავრობა ნებაყოფლობით უნდა გადადგეს მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებამდე.
- თქვენი ნათქვამიდან გამომდინარე, გამოდის, რომ ქართული ოპოზიცია - დასავლელი დიპლომატების, პოლიტიკოსებისა და ჩინოვნიკების რუპორი და ხელებია. აქვს თუ არა ამ გუნდს საკმარისი ძალა იმისათვის, რომ არა მხოლოდ ოპონირებდეს, არამედ წარმატებით გაუწიოს წინააღმდეგობა საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას?
- თქვენ მიერ ჩამოთვლილ დასავლელ კურატორებს, რომლებიც „ღრმად არიან შეშფოთებულნი“ საქართველოს ბედით და მისი სახიფათო დრეიფით ჩრდილოეთისაკენ, უნდა დავამატოთ მოხალისეები - ესენი არიან ევროდეპუტატები და სხვა ლობისტები, უშუალოდ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ბონუსის - მილიონობით დოლარის სანაცვლოდ, რაც ახლახან დაადასტურა აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ამოქმედებით. დასავლეთში ყველაფერს თავისი ფასი გააჩნია – პრინციპსაც და სინდისსაც.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, ის მაიძულებს გავცდე პოლიტიკური პროგნოზებისა და ანალიტიკის ფარგლებს და გაგიზიაროთ ექსკლუზიური ინფორმაცია, რასაც ჩვეულებრივ არ ვაკეთებ, რათა წყაროებს ჩრდილი არ მივაყენო. ამიტომ, ზოგადად ვიტყვი: ბოლო დროს თბილისსა და ბათუმში ჩატარდა ხელისუფლების მოწინააღმდეგეების ფარული საკონსულტაციო შეხვედრები, წამყვანი ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები, ასევე ექსპერტები და ჟურნალისტები, რომელთაგან ზოგიერთი ივანიშვილის ფრთის ქვეშ იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ გარიჟრაჟზე, დღეს აქტიურად განიხილავენ, თუ როგორ უცბად დაამხონ ეს მთავრობა შეერთებული შტატების მხარდაჭერით და უკრაინაში ომის საფარქვეშ. ახლა მათ ერთობლივად დაასკვნეს, რომ ხელისუფლება სუსტია და ოპოზიციის ათასობით რადიკალურად განწყობილ მხარდამჭერს ვერ გაუმკლავდება, ხოლო ომში „თავით ჩაფლული“ რუსეთი საქართველოს მთავრობას არ დაეხმარება.
და მართლაც - თუ ისინი შეთანხმდებიან ალიანსად გაერთიანებაზე და 2024 წლის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რუსთაველზე რეალურად გამოიყვანენ თუნდაც 10 ათას მოტივირებულ აქტივისტს? იმის რწმენა, რომ ხელისუფლება უყოყმანოდ მიმართავს მკაცრ, კანონით გათვალისწინებულ ზომებს, არ მაქვს, რადგან დასავლეთზე „მიბმულ“ მინისტრებს ხვალინდელი დღის რწმენა ნაკლებად გააჩნია. შედეგად, კვლავ ომი ატყდება, რადგან სახელმწიფო გადატრიალებები - "ფერადი რევოლუციები", სამოქალაქო ომები - სამხედრო მოქმედებები პატარა საქართველოსთვის, თუნდაც ლოკალური და მოკლევადიანი, მაგრამ მაინც ომებია! ვინ დაეხმარება საქართველოს ომის შემთხვევაში? რეალურ პოლიტიკურ მოცემულობაზე დაყრდნობით, არ ვიცი, სამაგიეროდ, ზუსტად ვიცი, ვინ დაეხმარება მეამბოხე რადიკალებს. შედეგად, ეკონომიკური აღმასვლის ნაცვლად, რომლის სტარტზე დღეს საქართველო დგას, ის კვლავ უკან, გასული საუკუნის ბნელ ოთხმოცდაათიანებში დაბრუნდება, თანაც - დიდი ხნით.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას - „აქვთ თუ არა მათ საკმარისი ძალა“, შემდეგნაირად ვუპასუხებ. „ქართულ ოცნებას“ კბილებით უჭირავს ძალაუფლება - დასავლური ძალებისა და ადგილობრივი კოლაბორაციონისტების ზემოხსენებული ალიანსი „ნაცმოძრაობის“ მეთაურობით, მას დიდი ხნის წინ დაამხობდა, რომ შეძლებოდა. უპასუხისმგებლობაა არ ვაღიაროთ, რომ სააკაშვილი ოპოზიციის ერთადერთი სუბიექტია, რომელსაც ჰყავს სტაბილური, მოტივირებული და ერთგული ელექტორატი - ერთად აღებულ ყველა ოპოზიციურ პარტიაზე, მოძრაობასა და არასამთავრობო ორგანიზაციაზე მეტი. თავად სააკაშვილიც ბოსტნის საფრთხობელა როდია, ყველას როდი შეუძლია ასე ოსტატურად შეინარჩუნოს წონა ზღვარზე, რომლის მიღმაც, ერთის მხრივ, კახექსიაა, მეორე მხრივ კი „ვივამედის“ მე-5 სართულიდან ციხის საკანში დაბრუნება (გარდაუვალი, თუკი სააკაშვილი წონაში ოდნავ მაინც მოიმატებს). სააკაშვილის ელექტორატი საკმაოდ მრავალრიცხოვანია, მათი უმეტესობა ხელსაყრელ მომენტამდე ენას კბილს ძლივს აჭერს, რათა შესაძლო პრობლემები თავიდან აირიდოს, მაგრამ მათ ყოველთვის გასცემს დაძაბული, რევანშის მომლოდინე მზერა!
რა გაეწყობა - მათ გულწრფელად სჯერათ მიშასი და კერპივით უწინდებურად უყვართ! ისინი ქსენოფობები არიან, რადგან სძულთ არამარტო რუსები და ამასაც არაფერი ეშველება - ასეთი ადამიანების კატეგორია ყოველთვის არსებობდა საქართველოში და ყოველთვის იყო საკმაოდ მრავალრიცხოვანი, უბრალოდ პერიოდულად გადიოდა კულისებში პოლიტიკური მომენტის გამო. როდესაც ნაცისტები მოდიან, ეს ყოველთვის კატასტროფით მთავრდება, როგორც ეს მოხდა ფაშისტურ გერმანიაში და ახლანდელ უკრაინაში, რადგან ნაციზმი - ესაა გზა ჯოჯოხეთისაკენ. მიუხედავად ამისა, ნაცისტები გააფთრებით და ერთ მუჭად შეკრული იბრძვიან, მათ სიძულვილი აერთიანებთ, მათ ბრძოლის მოტივიც აქვთ და დასაკარგავიც! უკრაინული ნეონაციზმის გამარჯვებას ქართველი ნახისტებისთვის ეგზისტენციალური, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, რომელზედაც პირდაპირ არის დამოკიდებული მათი საქმიანობის წარმატება. რეგიონშიც - ყარაბაღის საკითხი, თურქეთის ამბიციური გეგმები და ბევრი სხვა რამ დამოკიდებულია უკრაინის ომის შედეგზე, მაგრამ ადამიანური რესურსი ამოუწურავი როდია - უკრაინელები უკვე თავდებიან და უკრაინა მალე მთელი მსოფლიოდან ჩასული დაქირავებულებისა და ტერორისტების თავშესაფრად იქცევა. რომლებიც შეიარაღებული არიან თანამედროვე დასავლური იარაღით, თვითმფრინავებითა და ტანკებით. მეეჭვება, რომ რუსეთი, რომელმაც სირიაში ისლამური სახელმწიფო ხერხემალში გატეხა, მოითმენს მის გვერდით...
აშშ-მა და ნატომ გაანადგურეს ერაყი, ავღანეთი, იუგოსლავია, ლიბია, სირია, მოაწყვეს "ფერადი რევოლუციები" ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში, საქართველოსა და უკრაინაში, სადაც შეიარაღეს ბანდერელები. რისთვის, გეკითხებით, ფილარმონიაში წასასვლელად?! ნუთუ დარჩენილი 2 მილიონი ქართველი ასე საჭიროა „ბოროტების იმპერიაზე“ გასამარჯვებლად? აი, ზუსტად ამიტომ სჭირდება საქართველოს მოკავშირე!
- ბატონო არნო, საქართველომ აკრძალა რუსეთში მანქანების ექსპორტი, ასევე სომხეთიდან რეექსპორტი. ასეთი ეს რაიმეთი უკავშიდება რაღაც ახალ ზოგად ტენდენციას, თუ ეს მხოლოდ ეპიზოდია?
- ეს საჩვენებელი ეპიზოდია. საქართველოს არ აპატიებენ სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გასვლას ჩინეთთან, რომელიც მისთვის გზებს-ხიდებს-გვირაბებს აშენებს რუსეთთან დასაკავშირებლად, ამიტომ ვფიქრობ, ეს „პირველი მერცხალია“, იქნება სხვა აკრძალვებიც. საქმე ისაა, რომ ამერიკული პროექტის მიხედვით, უკრაინა ევროპის უკანა ეზოა, საქართველო კი უკრაინის შემოგარენი. შეერთებულმა შტატებმა შექმნა ISIS, რათა გაეერთიანებინა ისლამური სამყაროს სახელმწიფოები ახალ არაბულ ხალიფატად ჩინეთის საპირწონედ. უკრაინის სახელმწიფოც აშშ-მა შექმნა იდენტური მიზნით - გააერთიანებინა ევროკავშირის ქვეყნები რუსეთთან საპირწონედ.
ესაუბრა მაია ჯავახიშვილი - სპეციალურად NEWS FRONT-ისთვის
2023 წლის 20 აგვისტო
საქართველო, თბილისი